"ყველაფერს გადავლახავთ და გავიმარჯვებთ! მეამაყებით" - 13 პირიდან ერთ-ერთი დაკავებულის წერილი
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირიდან ერთ-ერთი, დავით სტურუა იზოლატორიდან წერილს აქვეყნებს. მისი გზავნილი მედიას დღეს სტურუას ადვოკატმა გააცნო.
სტურუა ხალხს ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს და წერილში წეს, რომ ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.
"არ ინერვიულოთ, ყველაფერი გამოგვივა, ერთმანეთს გაუფრთხილდით, ამ ყველაფერს გადავლახავთ და გავიმარჯვებთ, მეამაყებით", - წერს დავით სტურუა.
ცნობისთვის, დავით სტურუას ადვოკატი, მარიამ ჩხეიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არცერთ სხვა დაკავებულს არ იცნობს. უფლებადამცველის თქმით, სტურუა ამბობს, რომ ის არავის მოწოდებას არ გაყოლია.
დავითი მოვინახულე. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ პირველი რაც ვიკითხე ის იყო, რაიმე სახის დაზიანება ხომ არ აქვს და რამე მოქმედება მის მიმართ უკანონო ხომ არ განხორციელებულა - მისგან დაფიქსირდა ის პოზიცია, რომ მის მიმართ საკმაოდ ლოიალურად იყვნენ განწყობილები, ტკბილი სიტყვით და ცდილობდნენ, რომ მეთქვაო - აბა რა გინდა, რას გვერჩი, რატომ გაქვს ეს პოზიცია, რატომ აზიანებდა და ჩემი პასუხი იყო ერთი, რომ მე არავისთვის არ მიმიყენებიაო, ჩემი მიზანი ვინმესთვის ზიანის მიყენება არ ყოფილაო.
არა, არც კი იცნობს არცერთს, ერთი ადამიანიც კი არ არის, რომელსაც დავით სტურუა იცნობს და თქვა, რომ ის არავის მოწოდებას არ გაყოლია. მისი პოზიცია იყო ის, რომ პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს, მას პირბადეც კი არ ეკეთა ისე მივიდა რეზიდენციასთან. მას რამის დაშავების სურვილი, რომ ჰქონოდა შესაბამის შემთხვევაში პირბადის გარეშე, რა თქმა უნდა, არ ჩავიდოდა," - ამბობს მარიამ ჩხეიძე.
შსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებს ედავება.