"საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას" - 63 წლის დაკავებული კაცის ადვოკატი
"საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას" - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებულ 63 წლის ალექსანდრე გოგოლაძის, ადვოკატმა, გურანდა ქურდოვანიძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დიღმის იზოლატორში მოინახულა.
გურანდა ქურდოვანიძის თქმით, ალექსანდრე გოგოლაძე მის საკუთარ სახლში მშვიდ ვითარებაში აიყვანეს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეს გარეგანი დათვალიერებით, დაზიანებები არ აღენიშნება.
მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ალექსანდრე გოგოლაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მისი დაკავება მის საკუთარ სახლში მოხდა ძალიან მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. გარეგანი დათვალიერებით არაფერი არ აღენიშნება, გამოიყურება მხნედ.
იქ, სადაც დაფიქსირდა ჩანაწერების მიხედვით, აღმოჩნდა ხალხის მასის მიერ მიყვანილი და ის პირები, რომლებიც მის გარშემო ტრიალებენ, მისთვის ნამდვილად უცნობია. ფიზიკურად ეს ადამიანი იმყოფებოდა მხოლოდ და მხოლოდ მარტო და ის პირები, რომლებიც მის გარშემო არიან დაფიქსირებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში მისთვის უცნობია და არცერთ პიროვნებას არ იცნობს.
პიროვნება ნამდვილად საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, ამასთან დაკავშირებით ჩავაყენე საქმის კურსში სამორიგეო ნაწილი," - ამბობს გურანდა ქურდოვანიძე.
ცნობისთვის, უფლებადამცველის განმარტებით ალექსანდრე გოგოლაძეს რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, ის სიმსივნეს ებრძვის.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებს ედავება.