კაცს, რომელმაც პოლიციელი ყელის არეში დაჭრა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
კაცს, რომელმაც პოლიციელი ყელის არეში დაჭრა, პროკურატურამ სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მალხაზ გიგუაშვილმა პოლიციის თანამშრომელს - პატრულ ინსპექტორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომელს - პატრულ ინსპექტორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა.
ბრალდებულმა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პოლიციელების მხრიდან დანაშაულის აღკვეთისა და დაზარალებულისთვის აღმოჩენილი დროული სამედიცინო დახმარების გამო.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, პოლიციელზე თავდამსხმელი კაცი დანაშაულს სოციალური ქსელის მომხმარებლებს პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. მალხაზ გიგუაშვილი ხუთი დანით შეირაღებული მანდამდეც დადიოდა, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც პოლიცია მას ცივი იარაღით ხედავდა, არ აკავებდა და უშვებდა. ის მალხაზ გიგუაშვილი ხუთი დანით შეირაღებული მანდამდეც დადიოდა, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც პოლიცია მას ცივი იარაღით ხედავდა, არ აკავებდა და უშვებდა.