"დღესვე ან უახლოეს დღეებში, ისევ დაპატიმრებას მიპირებენ!" - ლაშა ჩხარტიშვილი
"დღესვე ან უახლოეს დღეებში, ისევ დაპატიმრებას მიპირებენ!" - ამის შესახებ აქტივისტი, ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მას პოლიცია დაუკავშირდა და უთხრა, რომ გზის განმეორებით გადაკეტვაზე სასამართლოში ოქმები შეაქვთ. თუმცა აქტივისტს მანამდე არც სასამართლოდან დაკავშირებიან და არ ფოსტით მიუღია რაიმე შეტყობინება, ან მასალა.
დღესვე ან უახლოეს დღეებში, ისევ დაპატიმრებას მიპირებენ! პოლიციამ დარეკა, დღეს შეგვაქვს სამართლოში განმეორებით გადაკეტვებზე ოქმები და ბარემ მოდით, დღესვე გაგასამართლებთო... ისე, რომ არც სასამართლოდან დამკავშირებიან, აქამდე, არც ფოსტით მიმიღია რაიმე შეტყობინება და მასალები!" - წერს ლაშა ჩხარტიშვილი.