დამკვირვებელი, რომელმაც "ოცნების" არჩევნები მოიწონა, 2024 წელს ამბობდა, რომ "არჩევნებმა რუსეთში უმაღლეს დონეზე ჩაიარა"

07.10.25 17:31
დამკვირვებელი, რომელმაც "ოცნების" არჩევნები მოიწონა, 2024 წელს ამბობდა, რომ "არჩევნებმა რუსეთში უმაღლეს დონეზე ჩაიარა"

არჩევნები ეუთო/ოდირის და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლების გარეშე - ირკვევა, რომ 4 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელიც "ოცნების" ჩატარებულ არჩევნებს "გასაოცარ დემოკრატიად" აფასებდა, ალექსანდრე დუგინის ფანია. 

"ქართული ოცნების" მიერ მართული მედია არხების ინფორმაციით, ფრანკ ივონ პენგამინი საერთაშორისო დამკვირვებელია საფრანგეთიდან, თუმცა მისი სოციალური ქსელი ადასტურებს, რომ ის დროებით ანექსირებულ დონბასში პრეს-ტურების ორგანიზატორი იყო, რუსული პროპაგანდისტული არხების ხშირი სტუმარია და რუსეთის ე.წ. არჩევნების უცვლელი დამკვირვებელი. 

2024 წელს ფრანკ ივონ პენგამინი რუსეთის ე.წ. არჩევნებს აკვირდებოდა და პუტინის ამომრჩეველთა რიცხვზე გაოცებას ვერ ფარავდა. მანვე განაცხადა, რომ "არჩევნებმა რუსეთში უმაღლეს დონეზე ჩაიარა" - თქვა უცხოელმა დამკვირვებელმა 202 წელს, რუსეთში. 

2025 წელს კი, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნები "გასაოცარ დემოკრატიად" შეაფასა.

არჩევნების შედეგები სიმართლეს შეესაბამება. დარღვევები არ გვინახავს. თქვენ უფრო კარგად ატარებთ არჩევნებს. ვიდრე ეს საფრნაგეთშია," - განაცხადა ფრანკ პენგამინმა. 

მსგავსი სიახლეები