"ოცნება" რუსთაველის გადაკეტვის წინააღმდეგ - აქციის მონაწილეები ივანიშვილის ხელისფლებას პასუხობენ
"ოცნების" მუქარის მიუხედავად, რომ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საშუალებას აღარ მისცემს, მოქალაქეები პასუხობენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება აქციების ჩასახშობად უძლურია და თუ მაინც გაბედავს, "უარეს პასუხს მიიღებს".
მანდ რომ რამე ფინანსები რიგდებოდეს, სულ ვეუბნები ამ "ოცნების" ტროლებს, რომ თქვენ აქ მოსვლას ვერავი დაგასწრებდათ. სულში არ აქვთ არანაირი პატრიოტული გრძნობა და ეს მათთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი. არ შეუძლიათ არანაირი ქმედითი ძალის გამოყენება და თუ რამეს გაბედავენ, მიიღებენ უარეს შედეგს, - ამბობს მოქალაქე.
პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე კი ამბობს, რომ უწყვეტი პროტესტი "ოცნებას" აგონიაში აგდებს და ახლა ცდილობს, მიზნის მისაღწევად დამატებითი ხერხები გამოიყენოს.
ის რეაქცია, რომელიც 5 ოქტომბერს ვნახეთ ჩვენი საზოგადოების მხრიდან,რ ომ მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოება კვლავაც გამოვიდა რუსთაველზე და ჯიუტად დადგა იქ და არც არის არანაირი ნიშანი იმის, რომ რამე იქნება სხვანაირად, ცხადია, აგონიაში აგდებს ეს რეჟიმს და შესაბამისად, ეს ქმედებები, დაშინება, რასაც ახლა ეკრანებიდან ვისმენთ, არის იმისკენ მიმართული, რომ რაღაცნაირად დამატებითი ძალები გამოიყენონ მიზნის მისაღწევად, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
ირაკლი კობახიძე უწყვეტი აქციის მონაწილეებს კოლექტიურ "ნაცმოძრაობად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ დაუშვებელია, 110 კაცმა მილიონ ასი ათას კაცს ქუჩა გადაუკეტოს. მისი მტკიცებით "ექსტრემისტული ჯგუფებს", რომლებიც გარე ძალებით იმართებიან, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის უფლება არ უნდა მიეცეთ.
ამასთან, შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ დღეს და მომდევნო დღეებში გამართულ ნებისმიერ შეკრებას გუშინდელი მცდელობის გაგრძელებად მიიჩნევს და შესაბამის ზომებს მიიღებს.