ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი, ილია ღლონტი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება
საათზე მეტია, საქალაქო სასამართლოში ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი, ილია ღლონტი საგამოძიებო სამსახურის კითხვებს პასუხობს. ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.
როგორც თავად ამბობს, საგამოძიებო სამსახურს მასთან კითხვები ე.წ. საბოტაჟის საქმეზე აქვს, უფრო კონკრეტულად კი თბილისი მოლთან განვითარებულ მოვლენებზე. მათ აინტერესებთ, თუ რა როლი ჰქონდა ილია ღლონტს ამ დღეს განვითარებულ მოვლენებში.
ორი საქმეა, რომელშიც მე ვფიგურირებ, რომლის სტატუსიც, როგორც ჩანს, ჯერ არ არის განსაზღვრული და ამ შემთხვევაში 2 თებერვლის სტატუსზე, როგორც მოწმე ვარ დაბარებული. ძალიან კარგად იციან, რომ ვერ შემაშინებენ, ეს არის საზოგადოების დაშინებისთვის, იმ მითის გასამყარებლად, რასაც თავიანთი პროპაგანდისტული არხებით ყოველდღიურად აშუქებენ, მათ შორის იმას, რომ შეთქმულების თეორიები, რომ ვიღაცები ფინანსდებიან და ეს არის საზღვარგარეთიდან თუ ევროპელების მიერ დაფინანსებული აქციებით და ხალხი ამ ფულს იღებს და ა.შ. - ამბობს ილია ღლონტი.
პროკურორის თქმით, კითხვები იქნება ჯგუფ “დაიტოვეში“ დაორგანიზებული ჯარიმების გადახდის და ასევე სპეციალური ატრიბუტიკის შესაძენად მობილიზებულ თანხებთან დაკავშირებითაც.
ნანუკას ფონდისგან მას გააჩნია აგრკვეული თანხების ჩარიცხვა და ამ ნაწილშიც მნიშვნელოვანი მისგან პასუხების მიღება, - აცხადებს პროკურორი.