ეროვნული კრების ორგანიზატორები პატიმრობაში გაუშვეს - რა განცხადებები გაკეთდა განსასჯელის სკამიდან
70 წლის მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება ცხრა წლით პატიმრობაში გაშვებას უპირებს, დღეს სასამართლო დარბაზიდან აცხადებდა, რომ ის, რასაც ბიძინა ივანიშვილის პარტია მას ედავება, დანაშაული არ არის. მისი თქმით, ქუჩაში ასი ათასზე მეტი ადამიანის გამოსვლა იყო „ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ სახალხო აჯანყება“.
სახალხო აჯანყების მეთაურები დღეს "ქართული ოცნების" ექს დეპუტატმა და საგარეჯოს საკრებულოს ყოფილმა წევრმა ლელა მარიდაშვილმა პატიმრობაში ისე გაუშვა, რომ სათათბიროდაც კი არ გასულა. წინასწარი პატიმრობის მოტივად კი "მიმალვის საფრთხე" დაასახელა.
საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა, ირაკლი ნადირაძემ, დღეს პროცესზე პროკურორს მიმართა. ნადირაძემ სასამართლო დარბაზიდან იკითხა - „რატომ უნდა ასამართლონ ეს ადამიანები და არა ის, ვინც ქვეყანას ოლიგარქიულ მარწუხებში ამყოფებს?“
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.