მოსამართლე ეპიტაშვილმა პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული გიგუაშვილი პატიმრობაში გაუშვა

07.10.25 19:58
მოსამართლე ეპიტაშვილმა პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული გიგუაშვილი პატიმრობაში გაუშვა

პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ მალხაზ გიგუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომელს - პატრულ ინსპექტორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.