რას ედავებიან 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს და მასში მონაწილე პირებს - პროკურატურის ბრიფინგი
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 13 პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საგანგებო ბრიფინგზე საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა რა მუხლებს ედავებიან აქციის დაკავებულ ორგანიზატორებს და ამ დღის მოვლენებში ჩართულ 13 პირს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჯგუფური ძალადობისა და ხელმძღვანელობის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით დაკავებული არიან პაატა ბურჭულაძე, ურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებშ ჩაბმის მიზნით, თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს.
კერძოდ, ბრალდებულები საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, რისთვისაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების გაერთიანებასა და ჩაბმის აუცილებლობაზე საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ.
ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, 5-ვე ბრალდებულმა და მათთან ერთად სხვა პირებმა ჯუფური ძალადობის დაორგანიზება გადაწყვიტეს და იმავე დრეს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმ, რომლის მიხედვითაც მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები.
პაატა ბურჭულაძის მიერ გაცხადებული გეგმის შემდგომ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძაის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოთხოვნებს.
აღნიშნული მოწოდების შემდგომ, ძალადობრივი მოქმედების ორგანიზატორები და მასში მონაწილე სხვა პირები თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაცის შენობისკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებითა და ცეცხლის წაკიდებით მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა საკუთრებაშ არსებულ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მსოაწყობად იყენებდნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშაათ მათთვის მართლწესრიგის აღდგენის პროცესში.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ საქართველოს შსს-ში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 13 პირი. ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი და დავით ჟღენტი. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.
შსს-ში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ორგანიზატორების მოწოდების შესაბამისად ჯგუფურად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, 4 ოქტომბერს საღამოს საათებში იერიში მიიტანეს, ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს დამცავი ღობე და შეიჭრნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით. ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქნიდნენ მათ სიცოცლეს და ჯანმრთელობას. ამავდროულად, ძალადობაში მონაწილე პირები მიზანმიმართულად არბევდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას. მათი მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული მნიშნელობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ღობე. ასევე დაზიანდა და განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა - მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება.
საზოგადოებრივი წესისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად სტრატეგიული ობიექტის, რპეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ხელში ცაგდების დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 5 ოქტომბერს დააკავეს.
13-ვე პირს ბრალდება წარედინა საქართველოს სსკ-ის 19-22 მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჩადენილს ჯგუფურად, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.
ასევე სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ისჯება 6-დან 9 წლამდე.
პროკურატურა დაკავებული ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.