ქარელში მამამ შვილს სცემა - ადგილობრივების ინფორმაციით, ის ქალიშვილს გათხოვებას აიძულებდა
ქარელში მამამ შვილს სცემა - დაზარალებული გოგო კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკას" ინფორმაციით, კაცი უკვე დაკავებულია.
"გათხოვებას აიძულებდა იმ მამაკაცზე, რომელიც ამ გოგოს არ მოსწონდა. ამას მოჰყვა ჩხუბი, რა დროსაც მამა ფიზიკურად გაუსწორდა. ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში" - უთხრეს გამოცემას ოჯახის ახლობლებმა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის წევრზე ძალადობას გულისხმობს.