პაატა ბურჭულაძეს ვინმეზე ძალადობა არასდროს დაუგეგმავს, ეს არის წმინდა წყლის სისულელე - შოთა თუთბერიძე
პაატა ბურჭლაძის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ლეგენდა იმასთან დაკავშირებით, რომ დაგეგმილი იყო ძალადობა, ყველამ ყველაფერი იცოდა და მომზადებულები დახვდნენ ამას, არის წმნიდა წყლის სისულელე.
როგორც თუთბერიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, პირიქით, ბურჭულაძე მივიდა პოლიციელებთან და სთხოვა, თავი შეეკავებინათ აქციის მონაწილეების ძალადობრივი დარბევისგან.
რასაც პრემიერ მინისტრის პოზიციაზე დასაქმებული პირი ამბობს, თითქოს დაზიანების და ძალდობისთვის იყო ვინმე იქ მზად, ეს არის წმინდა წყლის სუსულელე, - ამბობს ის.
ლეგენდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ყველამ ყველაფერი იცოდა და მომზადებულები დახვდნენ, ეს არის წმინდა წყლის სისულელე, მომზადებული რომ დახვდეს იმას, რასაც პრემიერ მინისტრის პოზიციაზე დასაქმებული პირი ამბობს, თითქოს დაზიანების და ძალდობისთვის იყო ვინმე იქ მზად, ეს არის წმინდა წყლის სუსულელე, პირველ რიგში ეს მას ვერ ეცოდინებოდა და თუ ვინმემ რამე უთხრა, მოატყუა, რადგან პაატა ბურჭულაძეს ვინმეზე ძალადობა არასდროს დაუგეგმავს. პაატა ბურჭულაძემ რაც განაცხადა იყო ის, რომ მივიდა პოლიციელებთან და ეუბნებოდა, რომ “ბიჭებო, არ გინდათო“, რაშიც გულისხმობდა, რომ არ ემსხვერპლათ პოლიციელებს ძალადობრივი დარბევის დროს აქციის მონაწილეები, - ამბობს თუთბერიძე.