ვერ დავიჯერებ, რომ პაატა ბურჭულაძე არის ძალადობის მომხრე და მთელი საქართველო შეკრიბა იმისთვის, რომ გაეწირა - არქიმანდრიტი
ეს არ იყო დამხობის რევოლუცია, ეს იყო მშვიდობიანი ხალხის შეკრება და ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად იკრიბებოდნენ, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, იმ დღეს იქ რაღაც მოხდა და “ვერ დაიჯერებს, რომ პაატა ბურჭულაძე არის ძალადობის მომხრე და მთელი საქართველო შეკრიბა იმისთვის, რომ გაეწირა“.
ეს არ იყო დამხობის რევოლუცია, ეს იყო მშვიდობიანი ხალხის შეკრება და ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად იკრიბებოდნენ. 100 ათასობით ადამიანი გამოვიდა და ყველა მათგანს ჰქონდა იმის განცდა, რომ დაიღალა ამ ხელისუფლებით, რეჟიმით და უსამართლობით. ამდენი ადამიანის დანახვამ, ხომ უნდა დაგაფიქროს შენ, ხელისუფლება, რომ ამდენ ადამიანს არ უნდიხარ. იმ დღეს რაც მოხდა, ძალადობრივ ფორმაში რომ გადაიზარდა, რა თქმა უნდა, არ არის მოსაწონი. თვითონ პაატაც ამბობს, რომ ეს არ იყო ძალადობრივი და პირიქით, რომ შევედი, სადაც ღობე იყო დანგრეული, იქეთ ვაწყნარებდი რობოკოპებს, ვეუბნებოდი ნუ იძალადებთ-მეთქი. ანუ რაღაც მოხდა. დღეს შვილი ამბობს, რომ 9 წლის შვილი ჰყავდა აქციაზე, ანუ პაატამ 9 წლის შვილიშვილი წაიყვანა დამხობის რევოლუციაზე და გაწირა? ესეთი რაღაც როგორ შეიძლება. ყველაფერი გაირკვევა და დაზუსტდება, მოეფინება ნათელი, მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ პაატა ბურჭულაძე არის ძალადობის მომხრე და მთელი საქართველო შეკრიბა იმისთვის, რომ გაეწირა. როგორ შეიძლება ასეთი ძვირფასი ადამიანის ასე შეფასება, არ შეიძლება ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება, დაველოდოთ, ყველაფერი გაირკვევა, - განაცხადა არქიმანდრიტმა.