შსს: 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი პირი დავაკავეთ

08.10.25 00:36
შსს: 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცლებული ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიცემის მიზნით, კვლავ გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი ნ.ს დააკავეს.

სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიცემის მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს, - წერია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები