დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალებების შეძენა-შენახვა, ქვეყანაში შემოტანა - დაკავებულია ერთი პირი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ბათუმის საერთაოშიროს აეროპორტში ისრაელის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბარგიდან ამოიღეს 1 120 აბი პრეგაბალინი, რომელიც ფსიქოტროპულ ნივთიერებად ითვლება.
დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლების მესამე ნაწილებით არის გათვალისწინებული და სასჯელის სახედ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე, 2008 წელს დაბადებული ი.რ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის სამგზავრო ბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 1 120 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“. პოლიციამ ი.რ. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლების მესამე ნაწილებით მიმდინარეობ, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.