მეგონა, უარეს რამეს დამიპირისპირებდნენ, სადმე გამასაღებდნენ - არქიმანდრიტი "ოცნებაზე"

08.10.25 11:58
მეგონა, უარეს რამეს დამიპირისპირებდნენ, სადმე გამასაღებდნენ - არქიმანდრიტი "ოცნებაზე"

 

 

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ამბობს, რომ "ოცნებამ" მის წინააღმდეგ გაშავების კამპანია დაიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ მან ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გააკრიტიკა.

საქმე ეხება დიმიტრი სამხარაძის პოსტებს, რომელმაც სასულიერო პირი შეურაცხმყოფელი ტექსტებით მოიხსენია. 

სასულიერო პირის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებისგან უფრო "უარესს" შურისძიებასაც ელოდა.

მამა დოროთე პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილმა ეკლესია დაადუმა და ის ფაქტი, რომ მან სამება ააშენა, არაფერს ცვლის, რადგან ამ გაგებით, ტაძრებს საქართველოში რუსეთიც აშენებდა. 

იმდენად ჩუმად იყვნენ, მეგონა, უფრო უარეს რამეს დამიპირისპირებდნენ და სადმე გასამაღებდნენ, მაგრამ რახან უკვე გამოხატეს ჩემს მიმართ უკმაყოფილება, ეს კარგია.

რაც შეეხება ბიძინას [ივანიშვილის]მიერ სამების აშენება, ეს არ არის ეკლესიის აშენება - მან ეკლესია დაადუმა. თავისი კრეფსების გამოქვეყნებით ეკლესია გააჩმა, დაადუმა და პატრიარქზე ამბობდა, რომ მასაც ეშლებაო. სამხარაძემ თქვას და აღიაროს, რომ ბიძინას არ უთქვამს ეს პატრიარქზე. მე ნუ მლანძღავს, მე ვთქვი ფაქტი. რატომ არ ამბობენ, რომ არ უთქვამს? იმიტომ, რომ თქვა. სხვა არის ეკლესია და სხვა არის ტაძარი და სამხარაძე ეკლესიას ებრძვის, მე მებრძვის, მე ვარ ეკლესია, თქვენ ხართ ეკლესია და ეკლესიას ებრძის, ტაძრებს ჩვენ რუსეთიც გვიშენებდა. რუსები ტაძარს გვიშნებდნენ, მაგრამ ეკლესია წაგვართვეს, დამოკიდებლობა წაგვართვეს.

ისე, მიხარია, მირჩევნია დიმიტრი სამხარაძე ჩემზე ამბობდეს იმას, ვიდრე ამბობდეს, რომ ეს მაგარი მღვდელიაო, - ამბობს მამა დოროთე ყურაშვილი. 

ფოტო: მარიამ ნიკურაძე 

მსგავსი სიახლეები