გელა უძილაური დუმილის დარღვევისთვის ემზადება

08.10.25 13:13
გელა უძილაური დუმილის დარღვევისთვის ემზადება

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზეა - ბრალდებული გელა უძილაური დუმილის დარღვევისთვის ემზადება. თბილისის ცენტრში მომხდარი ხმაურიანი მკვლელობის ფიგურანტი ჩვენებას სავარაუდოდ, შემდეგ სხდომაზე, 13 ოქტომბერს მისცემს.

ბრალდების მხარე ჩვენების მოსმენას უძლაურისგან დღეს ელოდა, თუმცა მკვლელობაში ბრალდებულმა თქვა, რომ მზად არ არის - "მე არ ვიცოდი, რომ დღეს უნდა დავკითხულიყავი, მზად არ ვარ".

როგორც უძლაურმა სხდომაზე განაცხადა, ჩვენების მიცემას შემდეგ სხდომაზე აპირებს და იქვე აღნიშნა, რომ პროკურორის კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს. 

„თავისუფალი თხრობის რეჟიმში სურდა, გელას ესაუბრა, თუმცა, შეთანხმებას ვერ მივაღწიე პროკურორთან“, - განაცხადა უძილაურის ადვოკატმა, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ ის თანახმა იყო ჩვენება უძილაურს თავისუფალ რეჟიმში მიეცა ჩვენება და შემდეგ დაუსვამდა კითხვებს.

„თუ შეიძლება, შემდეგისთვის რომ დამკითხონ ჩემმა ადვოკატებმა, მე მზად ვარ, ჩვენების მიცემას ვაპირებ სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა უძილაურმა.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ მოწმის სახით გამოძახებულმა მამუკა ბაღდავაძემ გელა უძილაურის საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. თუმცა, ამავე საქმსი ფარგლებში, ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე, სადაც ბრალდებულია, ჩვენებას მისცემს.

სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა კიდევ ერთმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ სანდრო წივწივაძის ძმამაც.

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

მსგავსი სიახლეები