საქართველოში ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

08.10.25 14:06
საქართველოში ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოში ამინდი უარესდება - როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. 

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)", - წერია გავრცელებულ ინფრომაციაში.

მსგავსი სიახლეები