იტყვის თუ არა უძილაური, ვინ დაუკვეთა ჯანგველაძის მკვლელობა? - რა მოლოდინი აქვს ბრალდების მხარეს

08.10.25 16:12
იტყვის თუ არა უძილაური, ვინ დაუკვეთა ჯანგველაძის მკვლელობა? - რა მოლოდინი აქვს ბრალდების მხარეს

"კანონიერი ქურდის" ძმის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - სახელმწიფო ბრალდებას მოლოდინი არ აქვს, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული, გელა უძილაური დეტალურად უამბობს სასამართლოს, თუ რა მოხდა 14 მარტის საბედისწერო დღეს და ვინ დაუკვეთა ბიზნესმენის მკვლელობის საქმე.

უძილაურმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ ჩვენების მიცემას შემდეგ სხდომაზე აპირებს, რომელიც საქალაქო სასამართლოში 13 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ლევან ვეფხვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა დააანოსა, რომ სახელმწიფო ბრალდების კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს, მას მაინც მოუწევს პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემა. 

თუ ბრალდებული გადაწყვეტს ჩვენების მიცემას, ის ვალდებულია პასუხები გასცეს პროკურორის შეკითხვებსაც - განაცხდა ლევან ვეფხვაძემ. 

მე მესმის, რთულია, პროკურორის კრიტიკულ კითხვებს, რომელიც საქმესთან შემხებლობაშია და ერთი-ერთში ადასტურებს კონკრეტული მტკიცებულები რაიმე არასწორი ინფორმაცია მოუძებნო, ამიტომ, დაცვის მხარემ ჩათვალა, რომ მას არაფერი ჰქონდა სათქმელი ბრალდების მხარისთვის, შესაბამისად მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. მოლოდინი იმისა, რომ რაიმე დეტალურად ისაუბროს, ბრალდების მხარეს არ აქვს, თუმცაღა იმას, რასაც იტყვის გელა უძილაური და განავრცობს, ვითომ ვერსიებს, ამაზე ბრალდების მხარეს აქვს ძალიან კონკრეტული და კრიტიკული კითხვები, რომელზეც გელა უძილაურს მოუწევს პასუხების გაცემა. თუ ბრალდებული გადაწყვეტს ჩვენების მიცემას, ის ვალდებულია პასუხები გასცეს, როგორც პროკურორის შეკითხვებს, ისე ადვოკატის შეკითხვებს.

ბრალდების მხარე ყველა მტკიცებულებას ერთობლიობაში განიხილავს და როცა დასკვნითი სიტყვით წარსდგება, ყველა მტკიცებულებას შეაფასებს ერთმანეთთან შემხებლობაში, კავშირში, რომ ისინი ერთმანეთს ავსებენ. ეს არის ვიდეომასალა, ეს არის დეტალური ამონაწერი, ინტერნეტ ტრაფიკი, საბანკო ჩარიცხვები, კავშირები, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, რაც დაასაბუთებს, რომ დიახ, ეს იყო შეკვეთით და ანგარებით მოტივი და ამავდროულად, გელა უძილაურს არავითარი პირადი მოტივი ლევან ჯანგველაძესთან არ გააჩნდა. შესაბამისად, ეს იყო ერთადერთი გარემოება, რომ მან მოკლა და ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა", - განაცხადა ლევან ვეფვაძემ. 

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

 

მსგავსი სიახლეები