რუსთაველის გამზირზე საბა კორძაია დააკავეს
რუსთაველის გამზირზე საბა კორძაია დააკავეს. ევროპული აქციების მონაწილეს ხელბორკილები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დაადეს.
რას უკავშირდება სამოქალაქო აქტივისტის დაკავება, გელაძის უწყებას ჯერ არ უთქვამს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, როგორც ამას აქტივისტები ამბობენ, საბა კორძაია 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების საქმის ფარგლებში აიყვანეს.
დააკავეს საბა, 4 ოქტომბრის ბრალი წაუყენეს. ერთადერთი რაც ვიცი, უთრეს, რომ კადრებში ჩანდა, წინა წოლში იდგა და სახე უჩანდაო", - ამბობს აქტივისტი.
25 პოლიციელი, უშიშროების წარმომადგენელი თავზე ედგა, რომ ვიკითხე, რატომ აკავებთ-თქო, გაიწიეთ ქალბატონო, ხელს გვიშლითო, თორემ დაგაკავებთო. მე ვუთხრაი, კი ვიცი ამ ქვეყნის სიყვარული რომ დასჯადი გახდა, მაგრამ კითვხის დასმა როდის მერე გახდა დასჯადი-თქო", - ამბობს თვითმხილველი.