ლელა მარიდაშვილმა თავი არ აიცილა - მოსამართლე 4 ოქტომბრის ფარგლებში 4 დაკავებულის საქმეზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე "ქართული ოცნების" ექს-დეპუტატი, მოსამართლე ლელა მარიდაშვილი მსჯელობს.
განსასჯელის სკამზე 6 ოქტომბერს დაკავებული 13 პირიდან ამჯერად მხოლოდ 4 - თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, ევა შაშვიაშვილი და დავით სტურუა სხედან.
დაკავებულების ადვოკატებმა სხდომაზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, აღნიშნეს, რომ ლელა მარიდაშვილისგან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვთ, გამომდინარე მისი "ოცნებასთან" წარსული კავშირებისა, თუმცა მოსამართლე საკუთარი თავი არ აიცილა.
მარიდაშვილი იგივე მოსამართლეა, რომელმაც გუშინ ციხეში პაატა ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებულები გაუშვა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 23 ადამიანი დააკავეს. სამს კი ეძებენ.
4 ოქტომბერსვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთი წევრი:
- პაატა ბურჭულაძე,
- მურთაზ ზოდელავა,
- პაატა მანჯგალაძე,
- ირაკლი ნადირაძე
- ლაშა ბერიძე.
6 ოქტომბერს ხელბორკილები აქციის 13 მონაწილეს დაადეს. გუშინ, 7 ოქტომბერს კი კიდევ 5 პირი იქნა დაკავებული.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.