"პოლიციის სამმართველოში მითხრეს გიხმართო" - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული
სკანდალური ჩვენება სასამართლო დარბაზში - 4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში დაკავებულმა თორნიკე მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ განსასჯელის სკამიდან თქვა, რომ პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ შეურაცხყოფას და მუქარას ჰქონდა ადგილი.
"ასე მითხრეს გიხმართო" - განაცხადა მჭედლიშვილმა.
ამის შემდეგ მას საქმის პროკურორმა ჰკითა, აღიქვა თუ არა მუქარა სერიოზულად, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ "კომედი შოუში კი არა პოლიციის განყოფილებაში" იმყოდდებოდა.
მჭედლიშვილი: გურჯაანიდან წამომიყვანეს, როცა მიმიყვანეს მთავარ სამმართველოში თუ არ ვცდები დგებუაძეა, ვის კაბინეტშიც ვიყავი, თუ რამე ენაზე მოადგათ ყველაფერი მითხრეს, გინება, მუქარა, ბოდიში და გიხმართო. ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია
პროკურორი: რეალურად აღიქვით თუ არა მუქარა?
თორნიკე მჭედლიშვილი: მემგონი კომედი შოუში არ ვყოფილვარ. პოლიციაში ვიყავი. ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა იყო და შეურაცხყოფა.
პროკურორი: მოვახდენთ რეაგირებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე "ქართული ოცნების" ექს-დეპუტატი, მოსამართლე ლელა მარიდაშვილი მსჯელობს.
განსასჯელის სკამზე 6 ოქტომბერს დაკავებული 13 პირიდან ამჯერად მხოლოდ 4 - თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, ევა შაშვიაშვილი და დავით სტურუა სხედან.
დაკავებულების ადვოკატებმა სხდომაზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, აღნიშნეს, რომ ლელა მარიდაშვილისგან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვთ, გამომდინარე მისი "ოცნებასთან" წარსული კავშირებისა, თუმცა მოსამართლე საკუთარი თავი არ აიცილა.