4 ოქტომბრის საქმე - მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ოთხივე დაკავებული პატიმრობაში გაუშვა

08.10.25 17:44
4 ოქტომბრის საქმე - მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ოთხივე დაკავებული პატიმრობაში გაუშვა

4 ოქტომბრის საქმე - მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ოთხივე დაკავებული პატიმრობაში გაუშვა. 

4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების საქმის ფარგლებში 6 ოქტომბერს დაკავებული 13 პირიდან განსასჯელის სკამზე ამჯერად თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, ევა შაშვიაშვილი და დავით სტურუა ისხდნენ.

მათ მიმართ პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა. 

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 23 ადამიანი დააკავეს. სამს კი ეძებენ.

4 ოქტომბერსვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთი წევრი:

  • პაატა ბურჭულაძე,
  • მურთაზ ზოდელავა,
  • პაატა მანჯგალაძე,
  • ირაკლი ნადირაძე
  • ლაშა ბერიძე.

6 ოქტომბერს ხელბორკილები აქციის 13 მონაწილეს დაადეს. გუშინ, 7 ოქტომბერს კი კიდევ 5 პირი იქნა დაკავებული. 

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები