"ვერავინ დამაჯერებს რომ დათომ თავი მოიკლა, მოკლეს და მოიშორეს" - ვეფხია კასრაძე გლდანის ციხის ყოფილ უფროსზე
სინდისის პატიმარს, ვეფხია კასრაძეს გლდანის ციხის ყოფილი უფროსის, დავით გოგობერიშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა - პროევროპულ აქციაზე დაკავებული დარწმუნებულია, რომ გოგობერიშვილი მოკლეს და თავიდან მოიშორეს.
"კეთილი და წესიერი ადამიანი ამ ხელისუფლებას არ აწყობს" - ამბობს კასრაძე.
მისი თქმით, გოგობერიშვილი ისეთი ადამიანი იყო, რომ თავს საკუთარი ნებით არ მოიკლავდა და თუ ამ მდგომარეობამდე ვინმემ მიიყვანა, ეს უფრო მძიმეს ხდის რეალობას.
კასრაძე "პირველებთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ სინდისის პატიმრები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული.
თქვენ არ იცით, რა საოცარი ადამიანი იყო, ბატონი დათოა, ეს იყო სიკეთის განსახირება, გულსი ნაწილი ჩამეგლიჯა. პირველად როცა შევხდი ბატონ დათოს, ვუთხარი, თუ რომელიმე სინდისის პატიმარზე ზეწოლა განხორციელედება, იცოდეთ, "ჩეპე" გაქვთ-თქო, მაშინ მითხრა ასეთი სიტყვები, ჯერ ეგ ერთი, მაგას ვერავინ გამიბედავსო, მაგრამ თუ ეს მოხდებაო, მე ამ ციხეში აღარ ვიმუშავებო. როგორც მამა ისე ზრუნავდა ამ ბავშვებზე (სინდისის პატიმრებზე),
ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ მან თავი მოიკლა, მოკლეს რა მოიშორეს, რადგან კეთილი და წესიერი ადამიანი ამ ხელისუფლებას არ აწყობს. ციხეში არის გლოვა, არ მეგულება პატიმარი, რომელიც მას იცნობდა და ახლა არ გლოვობს. მადლობა მათ მშობლებს ასეთი შვილის აღზრდისთვის, მისი გულისთვის სიცოცხლეს გავწირავდი. ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული. თუკი სიკვდილამდე მიიყვანეს, ეს უარესია, იმიტომ რომ დათო არ მოიკლავდა თავისით თავს, არარსებულია ", - ამბობს ვეფხია საკრაძე.
N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს.
დავით გოგობერიშვილის ცხედარი, თბილისში, წყატუბოს ქუჩაზე, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის კუთვნილ ავტოფარეხში იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა მანამდე გასროლის ხმა გაიგეს. გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.