"როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას" - დღეს, რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მარში გაიმართება

08.10.25 18:34
"როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას" - დღეს, რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მარში გაიმართება

"არც რეპრესიებმა და არც მუქარამ არ გაჭრა" - მოქალაქეები, დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან. დღევანდელ აქციაზე სამოქმედო გეგმა გახდება ცნობილი. 

უწყვეტი პროტესტის 315-ე დღეს, აქციის მონაწილეები და საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ. 

აქტივისტების განცხადებით, დღევანდელი მთავარი თემა იქნება - "როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას". მათი განმარტებით, 4-მა ოქტომბერმა და ირაკლი კობახიძის დაანონსებულმა რეპრესიებმა მოქალაქეები არ უნდა შეაშინოს. 

4 ოქტომბრის შემდეგ წინააღმდეგობის ახალი ფაზა იწყება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს დაფუძნებული თანაგრძნობაზე, პრაგმატულ და პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე. აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის ჭრილში გარკვეული სიახლეები შევთავაზოთ საზოგადოებას. ეს იქნება თვითონ მარშების ნაწილში, თუ პროპაგანდასთან ბრძოლის ნაწილში.

ასევე, შეთავაზებები გვექნება თვითონ მედიის მიმართულებით და იქიდან უკვე, რუსთაველის ძეგლიდან ერთიანად, ხმაურიანად დავიძრათ პარლამენტისკენ," - ამბობს გოტა ჭანტურია. 

მსგავსი სიახლეები