სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 4 პირის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 4 პირის - ალექსანდრე გოგოლაძის, დავით ჟღენტის, გიორგი რურუას და კახაბერ მჟავანაძის, სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი განიხილავს.
სახელმწიფო ბრალდება ოთხივეს მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანია დაკავებული.