თურქი არქეოლოგები აცხადებენ, რომ არტანუჯში აშოტ კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
თურქი არქეოლოგები აცხადებენ, რომ არტანუჯში, გევჰერნიკის ციხეში აშოტ I-ის (კურაპალატი) სამარხი იპოვეს.
თურქული აკადემიური სამეცნიერო ჟურნალი Anatolian Archaeology-ის გავრცელებული ინფორმაციით, არქეოლოგებმა, თაღოვანი საფლავი გევერნიკის ციხესიმაგრეში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ქვეშ აღმოაჩინეს.
არქეოლოგიური სამუშაოები ხელმძღვანელის, დოქტორ ოსმან აითეკინის მიხედვით, არქეოლოგთა ჯგუფმა ეკლესიის ქვეშ მიაგნო ორი მეტრის სიგრძისა და 1.8 მეტრის სიგანის სამარხს, რომელშიც არ არის აღმოჩენილი ადამიანის ნეშტი ან ძვლების ნაწილები, თუმცა, მეცნიერის მტკიცებით, საფლავის ადგილმდებარეობა და აღწერილობა შეესაბამება ისტორიულ წყაროებში არსებულ ინფორმაციას.
"შუა საუკუნეების ქართული წყაროები აღნიშანვენ, რომ მეფე აშოტი ამ ეკლესიაშია დასაფლავებული. არქიტექტურული პოზიცია და საფლავის სტრუქტურა ზუსტად ემთხვევა ამ წყაროებს. მეცნიერულად, თურქეთის არქეოლოგიის სახელით ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ მეფე აშოტ I კურაპალატის დასაფლავების ადგილი" – ამბობს გათხრების ხელმძღვანელი, პროფესორი ოსმან აიტეკინი.