გლდანის ციხის ყოფილი უფროსის ბურუსით მოცული გარდაცვალება - რა მოხდა ავტოფარეხში?
გლდანის ციხის მსჯავრდებულებს არ სჯერათ, რომ ციხის ყოფილმა შეფმა თავი მოიკლა. პატიმრები, ვინც დავით გოგიბერიშვილს კარგად იცნობდნენ, ამბობენ, რომ ის სავარაუდოდ მოკლეს და შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს. მკვლელობა თუ სუიციდი? - გლდანის ციხის ყოფილი შეფის ბურუსით მოცულ ამბავზე მთავარი კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.
გლდანის ციხის ყოფილი შეფი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს. დღეს დილით წყალტუბოს ქუჩის მაცხოვბრებლებმა ჯერ გასროლის ხმა გაიგეს, გამთენიისას, 4 საათხე კი ავტოფარეხში დავით გოგობერიშვილის ცხედარი ნახეს, სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა უკვე გვიანი იყო.
გლდანის ციხის შეფის თანამდებობა ცოტა ხნის წინ ციხის საკანში გიორგი ბაჩიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას შეეწირა. იუსტიციის სამისნიტრომ განცხადება გაავრცელა რომ დაიწყო გამოძიება, ხომ არ გაურიგდა ბაჩიაშივლის ციხის თნამშრომლებს და ხომ არ აცემინა სკანდალის დასადგმელად თავი კახი მეტრეველს. ამ საქმეზე პირველების ინფორმაციით დაკითხვებზე ატარეს გოგობერიშივლიც. ამ დრომე იუსტიციის სამინისტროს ამ თემაზე განმარტებები არ გაუკეთებია.
მკველობა თუ თვითმკველობა? - თუ დადასტურდება, რომ გლდანის ციხის შეფი თავს იკლავდა, მაშინ გამოძიებამ უნდა თქვას, ვინ მიიყვანა თვითმკველობამდე დავით გოგობერიშვილი. გარდაცვლების საეჭვო საქმეზე შინაგან სამქმეთა სამინიტრომ მხოლოდ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ გამოძიება თვითმკვეობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს.
დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.