"ოცნების" კრიტიკა დასავლეთიდან და თავდასხმაზე გადასული ივანიშვილის გუნდი
ევროპა არ არის პანაცეა! - კობახიძემ ანტიევროპული განწყობების გაღვივება ახალ მასშტაბზე აიყავნა. ევროპა იყო გებელსიც- ამბობდა დღეს კანცელარიის ტრიბუნიდან "ოცნების" პრემიერი და ბრიუსელი მისი პარტიის წინააღმდეგ ჰიტლერის თანაგუნდელის მეთოდებით ბრძოლაში დაადანაშუალა.
ამ ყველაფერის ფონზე, დღეს "პირველების" ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა - როგორ გამოდის, რომ თან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩებით და თან თავდასხმებს აგრძელებთ, ამ კითხვაზე პასუხისას კი ახალი იერში დაიწყო.
ირაკლი კობახიძე წყობიდან epp-ის განცხადებამ გამოიყვანა. ევროპის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება ევროკავშირს ბიძინა ივანშვილის დასანქცირებას სთხოვს და მოუწოდებს "ოცნებას" შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები. ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს ევროპის სახალხოო პარტიამ ყალბი უწოდა, რაც კობახიძისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. დღეს კობახიძის სამიზნე ევროპის სახალხო პარტიის გარდა გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსიც" გახდა.
ვიდრე კობახიძე დასაველთთან ხიდების ჩაჭრით არ დაკავებული. ბრიუსელი დროს არ კარგავს. ევროპარლამენტმა უკვე დაამტკიცა უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მარტივი მექანიზმი. ევროდეპუტატი რასა იუკნევიჩიანე პირველებთან ინტერვიში ამბობს, რომ "ოცნება" ევროკავშირს ომი გამოუცხადა და პასუხსაც მიიღეს, ოცნების ყველა ჩინოვნიკისთვის ვინც ივანიშვილს ემსახურება, უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.