ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ფინალშია - გელა უძილაური დუმილის დარღვევას აანონსებს

08.10.25 20:56
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ფინალშია - გელა უძილაური დუმილის დარღვევას აანონსებს

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმე ფინალშია - 8 თვიან დუმილს ქილერი 5 დღეში დაარღვევს. იმისთვის რომ უვადო პატიმრობას გადაურჩეს გელა უძილაურმა უნდა თქვას, ვინ დაუკვეთა "კანონიერი ქურდის" ძმის ჩაცხრილვა. 

რა აქვს სათქმელი შეკვეთილი მკვლელობის შესრულებაში ბრალდებულს არავინ იცის, მათ შორის ადვოკატებმაც რომლებისთვისაც უძილაურის დღევანდელი ინიციატივა მოულოდნელი იყო. გელა უძილაურს ამ დრომდე დანაშაული ჯერ არ უღიარებია, მას არც გამოძიებისთვის აქვს ჩვენება მიცემული. ის რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო ადასტურებს, პოლიციელის პატაკი და საქმეში არსებულუბული სხვა მტკიცებულებები.

პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დაასრულა, ჯერი ადვოკატებზეა, თუმცა უძილაურის დაცვას არც მოწმე ჰყავს და არც მტკიცებულებები აქვს.  შეკვეთილი მკვლელობის საქმის მთავარ ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები