გავრცელებული ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე კოტე კოკაია დააკავეს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების რიცხვი კიდევ ერთით გაიზარდა - გავრცელებული ინფრომაციით, დაკავებულია კიდევ ერთი აქციის მონაწილე, კოტე კოკაია. მას ხელბორკილები ცოტა ხნის დაადეს.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღევანდელ დღემდე 23 ადამიანი იყო დაკავებული. დღეს სამი პირი კიდევ დააკავეს - ესენი არიან ზურა ჭავჭანიძე, საბა კორძაია და კოტე კოკაია.
4 ოქტომბერსვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთი წევრი:
- პაატა ბურჭულაძე,
- მურთაზ ზოდელავა,
- პაატა მანჯგალაძე,
- ირაკლი ნადირაძე
- ლაშა ბერიძე.
6 ოქტომბერს ხელბორკილები აქციის 13 მონაწილეს დაადეს. გუშინ, 7 ოქტომბერს კი კიდევ 5 პირი იქნა დაკავებული.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.