აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე შემზღუდავი ლენტები გააბეს
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე შემზღუდავი ლენტები გააბეს.
ამ ფორმით მოქალაქეები ცდილობენ თავი დაიცვან მიგზავნილი ხალხისგან, რომლებიც გუშინ, პროტესტის ჩაშლას ცდილობდნენ.
ჩვენი მოსახლეობა უნდა მიხვდეს, რომ რეჟიმს პოლიცია არ ჰყავს. აქედან გამომდინარე ჩვენი აქციის ხალხი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ჩვენ ვნახეთ 4 ოქტომბერს გამოსული მოსახლეობა ათასობით, ეს ხალხი აღმოჩნდა სრულიად დაუცველი რეჟიმისგან და პოლიცია არის გამდგარი, გვკლავენ, გვხოცავენ არ ერევიან. აქედან გამომდინარე გუნდმა მოიფიქრა, რომ ლენტით დავიცვათ ჩვენი თავი. აქ მყარად ვდგავართ თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს შვილები," - ამბობს თამარ დადიანი.
პროტესტის 315-ე დღეს, მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. მათ შოტა რუსთაველის ძეგლიდან დაძრული, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში შეუერთდათ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სატვირთო ავტომობილი გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე შევარდა. მას შემდეგ, რაც გზის გაგრძელება ვერ მოახერხა, მძღოლმა აქციის მონაწილეების მიმართულებით შუშის ბოთლები ისროლა.
სატვირთო ავტომობილის შემდეგ რუსთაველის გამზირზე უკვე მუნიციპალური ავტობუსი შევარდა. ავტობუსის აგრესიული მძღოლი პროტესტის მონაწილეებს დაუპირისპირდა.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.