შეტევა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე

08.10.25 21:03
შეტევა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე

 

შეტევა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე -  ოცნების მაგინებელი დეპუტატი სასულიერო პირის ლანძღვაზე გადავიდა. ფარისეველი და ანაფორიანი  ნაცი - ეს ყველაზე რბილი სიტყვებია დეპუტატის  პოსტში. სამხარაძემ  არქიმანდრიტს ივანიშვილის და მისი გუნდის  საჯარო მხილება  არ აპატია და  მისი  შეურაცხყოფის კამპანია დაიწყო. 

ახლა კითხვაა, რატომ გაახსენდა მამა დოროთეს ინტერვიუ სამხარაძეს 2 კვირის შემდეგ. არ არის გამორიცხული, რომ "ოცნება" დაუმორჩილებელი სასულიერო პირის დასასჯელად ემზადება.  ივანიშვილის გუნდში კი არა თუ  პოსტის შინაარსის, მათი კოლეგის უხამსი ლექსიკის დაგმობასაც კი ვერ ბედავენ.

"ტაძრებს კომუნისტებიც აშენებდნენ და ხალხს ეკლესიას ართმევდნენ" - ასე პასუხობს მამა დოროთე "ქართული ოცნების" დეპუტატს და ახსენებს, რომ სწორედ ივანიშივლის მმართველობის დროს მიიტანეს სრული იერიშით შეტევა ეკლესიაზე. 

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები