4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ზუგდიდელი აქტივისტი ალექსანდრე ჩილაჩავა დააკავეს

08.10.25 21:00
4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ზუგდიდელი აქტივისტი ალექსანდრე ჩილაჩავა დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ზუგდიდელი აქტივისტი ალექსანდრე ჩილაჩავა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ის ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს. 

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღევანდელ დღემდე 23 ადამიანი იყო დაკავებული. დღეს სამი პირი კიდევ დააკავეს - ესენი არიან ზურა ჭავჭანიძე, საბა კორძაია და კოტე კოკაია.

4 ოქტომბერსვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთი წევრი:

  • პაატა ბურჭულაძე,
  • მურთაზ ზოდელავა,
  • პაატა მანჯგალაძე,
  • ირაკლი ნადირაძე
  • ლაშა ბერიძე.

6 ოქტომბერს ხელბორკილები აქციის 13 მონაწილეს დაადეს. გუშინ, 7 ოქტომბერს კი კიდევ 5 პირი იქნა დაკავებული. 

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები