"საჭიროა ჩემი კლინიკაში მკურნალობა, რასაც მედავებიან არაფერში მონაწილეობა არ მიმიღია" - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული გიორგი რურუა

08.10.25 21:00
"საჭიროა ჩემი კლინიკაში მკურნალობა, რასაც მედავებიან არაფერში მონაწილეობა არ მიმიღია" - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული გიორგი რურუა

"საჭიროა ჩემი კლინიკაში მკურნალობა, რასაც მედავებიან არაფერში მონაწილეობა არ მიმიღია" - ასე მიმართა სასამართლოს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა გიორგი რურუამ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილმა წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

რურუამ განსასჯელსი სკამიდან თქვა, რომ არც პოლიციასტან შეტაკებაში მიუღია მონაწილეობა და არც ქვა უსვრია ვინმესთვის. 

პროკურატურას ჰქონდა ერთი მიზანი, რომ ემოქმედა რაც შეიძლება სწრაფად. პროკურატურის ერთ-ერთი ამოცანა არის, რომ პატიმრობა შეგვეფარდოს.
არანაირი მოცემულობა არ არსებობს, რომ პატიმრობა იყოს ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული. იმ პროცესებში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია, რასაც ბრალდება ამბობს, ქვის სროლა, პოლიციელებთან შეტაკება. მსგავსი არაფერი მომხდარა ჩემ შემთხვევაში.
მე არ ვეთანხმები ბრალდებას. ჩვენ არცერთი არ ვიცნობდით ერთმანეთს. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ გამოძიებას ხელი შევუშალოთ, მოწმეებზე ზემოქმედება მოვახდინოთ. ჩემი დაკავება მოხდა სამსახურის მერე. მიმალვა რომ მდომოდა, სამსახურშიც არ წავიდოდი. 
თუ დამატებითი შეზღუდვების დაწესება გინდათ, დააწესეთ. 
რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, დაფიქსირებულიც არის. ნამკურნალები მაქვს ნევრალგია. ორჯერ მომცა დაწესებულებებში ექიმმა წამალი. კლინიკაშია საჭირო მკურნალობა", - განაცხადა გიორგი რურუამ. 

4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ ოთხი პირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება ამჯერად მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილმა გამოაცხადა.  

განსასჯელის სკამზე ალექსანდრე გოგოლაძე, დავით ჟღენტი, გიორგი რურუა და კახაბერ მჟავანაძე ისხდნენ.

სახელმწიფო ბრალდება ოთხივეს მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

  • ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანია დაკავებული.

 

მსგავსი სიახლეები