ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პოეტი ზვიად რატიანის დასკვნითი სხდომა გაიმართება.
გასულ პროცესზე დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.
ცნობისთვის, ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს - პოეტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად რატიანი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს.