4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

09.10.25 10:37
4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

სახალხო აჯანყების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფრომაციას შსს ავრცელებს. 

უწყებსი ცნობით, სამართალდამცველები 4 ოქტომბრის მოვლენების საქმის ფარგლებში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ და დაკავებების მორიგ სერიას აანონსებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის  4 ოქტომბერს,  თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი გ.კ. დააკავეს.
სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

[ფოტო: ლევან ზაზაძე] 

 

მსგავსი სიახლეები