სასახლის ღობის საქმე - "პირველებმა" კიდევ ერთი დაკავებულის ვინაობა დაადგინა

09.10.25 11:08
სასახლის ღობის საქმე - "პირველებმა" კიდევ ერთი დაკავებულის ვინაობა დაადგინა

ოქტომბრის აჯანყების საქმე - "პირველებმა" კიდევ ერთი დაკავებულის ვინაობა დადგინა. ის გენადი კუპრეიშვილია. როგორც დაკავებულის ოჯახის წევრი "პირველებს" ეუბნება, მამაკაცს ხელბორკილები დიღმის მასივში, ქუჩაში დაადეს, შემდეგ კი მისი სახლი გაჩხრიკეს, წაიღეს ქუდი და ეძებდნენ დროშას. 

დაკავების შემდეგ, რამდენიმე პოლიციელი შეჭრილა სახლში, ცოლი ყოფილა სახლში, გამწიესო უკანო და ტელეფონით გადაღების საშუალება არ მომცესო", - ამბობს ოჯახის წევრი.

იგივეს ამბობს "პირველებთან" კუპრეიშვილის ცოლიც. ქალის თქმით, მის სახლში 10-მდე პოლიციელი შეიჭრა და გადაღების საშუალებას არ აძლევდა. 

 

გენადი კუპრეიშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება.

ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება გუშინ დაკავებული 12 პირიც. ადვოკატების თქმით, დაკავებულთა ერთი ნაწილი, ამბობს რომ ხელბორკილების დადების მომენტში, ძალოვანები შეურაცხყოფას აყენებდნენ.

 

მსგავსი სიახლეები