"ბათუმიდან ჩამოვიდა 4 ოქტომბერს, მხოლოდ დროშა ეჭირა ხელში, იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა" - ზურა ჭავჭანიძის ადვოკატი

09.10.25 11:24
"ბათუმიდან ჩამოვიდა 4 ოქტომბერს, მხოლოდ დროშა ეჭირა ხელში, იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა" - ზურა ჭავჭანიძის ადვოკატი

 

 

4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში დაკავებული ბათუმის აქციების მედროშის, ზურა ჭავჭანიძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფუნქცია 4 ოქტომბრის აქციაზე მხოლოდ დროშის ჭერა იყო და მას არანაირ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

მეტიც, ნინო ლომინაძე ამბობს, რომ ჭავჭანიძე იმ ტერიტორიას საერთდო არ გაკარებია, რომელიც ბრალდების მხარემ შეიძლება სადავო გახადოს. 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის ზურა ჭავჭანიძე, რომელიც ცხოვრობს ბათუმში და 4 ოქტომბერს იმყოფებოდა თბილისში, ერთადერთი ფუნქცია ჰქონდა, დროშა ეჭირა ხელში. აღნიშნული პირი ახლოსაც არ ყოფილა იმ ტერიტორიაზე, რაც შეიძლება ბრალდების მხარემ სადაოდ გახადოს. მალე გავეცნობი საქმის მასალებს, გავესაუბრები მასაც, ბრალსიწ არდგენა იქნება, საარაუდოდ, საერთო ბრალი იქნება, ვგულისხმობ ჯგუფურთან მიმართებაში, აპირებენ სასამართლოს მიმართონ, თუმცა არვიცი, რამდენად მოესწრება სასამართლოსთვსი მიმართავ და პროცესის ჩანიშვნა", - ამბობს ადვოკატი ნინო ლომინაძე. 

ოქტომბრის აჯანყებისი საქმეზე გუშინ შსს-მ 12 პირი დააკავა. დრეს კი ერთი დაკავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ახლა 13-ვე პირი ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. 

მსგავსი სიახლეები