"სომხეთმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა გიორგი რუსული კლანჭებისგან" - გიორგი კინოიანის ძმა
"სომხეთმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა გიორგი პირდაპირ რუსული კლანჭებისგან" - ამის შესახებ გიორგი კინოიანის ძმამ, ვაკო კინოიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ისინი ადვოკატს გაესაუბრებიან ყველა დეტალზე, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდებიან.
გუშინ სომხეთმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა გიორგი პირდაპირ რუსული კლანჭებისგან. გიორგი იყო ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში, მას ჰქონდა მისჯილი 7-წლიანი პატიმრობა და სომხეთში 3 სექტემბერს იგი იყო დაკავებული. ხოლო გუშინ, სომხეთმა ის გაათავისუფლა და უარი თქვა რუსეთში ექსტრადაციაზე.
კი, რა თქმა უნდა, საქართველოში დავბრუნდებით. დღეს ადვოკატს უნდა დაველაპარაკო ყველა აღნიშნულ საკითხზე, გუშინ გვიან მოხდა გიორგის გათავისუფლება, ამის შემდეგ დავბრუნდებით საქართველოში," - ამბობს ვაკო კინოიანმა.
ცნობისთვის, სომხეთმა გიორგი კინოიანის ექსტრადიციაზე რუსეთში უარი თქვა, რადგან “ეს მისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა” და გაათავისუფლა.
- 29 წლის გიორგი კინოიანი 2025 წლის 3 სექტემბერს, შუადღისას დააკავეს საქართველოდან სომხეთში გადასვლის შემდეგ. ის მშობლებთან ერთად მიემგზავრებოდა სომხეთში.
- ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახმა გაავრცელა. მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით.
სომხეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დააკავეს - ვანო საბაშვილია დაკავებული. ცნობილია, რომ საქართველოს საზღვარზე არც მას შეატყობინეს, რომ რუსეთის ფედერაცია მასზე ძებნას ახორციელებდა. მას რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება.