გლდანის ციხის ყოფილი უფროსის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს
გლდანის ციხის ყოფილი უფროსის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რა დაზიანებები აქვს დავით გოგობერიშვილს, რომელის ცხედარი ავტოფარეხში იპოვეს.
თუ დადასტურდება, რომ გლდანის ციხის შეფი თავს იკლავდა, მაშინ გამოძიებამ უნდა თქვას, ვინ მიიყვანა თვითმკველობამდე დავით გოგობერიშვილი. გარდაცვლების საეჭვო საქმეზე შინაგან საქმეთა სამინიდტრომ მხოლოდ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ გამოძიება თვითმკლვეობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს.
უკვე მეორე დღეა დუმს იუსტიციის სამინისტროც, სწორედ მათ უნდა თქვან, დაატარებდნენ თუ არა გიორგი ბაჩიაშვილის ცემის საქმეზე გოგობერიშვილს გამოკითხვაზე და რა ინფორმაციის მიღება სურდათ მისგან.
შეგახსენებთ, რომ გოგობერიშვილმა თანამდებობა "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ დატოვა.
გლდანის ციხის ყოფილი ხელმძღვანელი გუშინ საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს.