საბა კორძაია რუსთაველზე იყო სულ, ან საიდან მოიტანდა "მოლოტოვის კოქტეილს" - დარეჯან ცხვიტარია

09.10.25 13:24
საბა კორძაია რუსთაველზე იყო სულ, ან საიდან მოიტანდა "მოლოტოვის კოქტეილს" - დარეჯან ცხვიტარია

სამოქალაქო აქტივისტი დარეჯან ცხვიტარია ამბობს, რომ ოქტომბრის აჯანყების საქმეზე დაკავებული საბა კორძაია ათონელის სასახლის მიმდებარედ არ ყოფილა, რადგან რუსთაველის გამზირს არ გასცდენია.

ცხვიტარიასთან დაუჯერებელია პროკურატურის ვერსია, რომ საბამ თითქოსდა "მოლოტოვის კოქტეილი" ისროლა სამართალდამცველის მიმართულებით. 

გამორიცხულია, ან საიდან მოიტანდა "მოლოტოვის კოქტეილს" - ამბობს ცხვიტარია. 

მე სულ რუსთაველზე ვიყავი და  საბაც სულ იქ იყო. მე საბა სადმე რომ წასულიყო ასეთი არაფერი მინახავს, მოლოტოვის კოქტეილზე რომ ლაპარაკობენ, საერთოდ არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს კოქტეილი. არავისი ჰქონია კოქტეილი და საბა საიდან მოიტანდა ამ კოქტეილს. ვერ წარმომიდგენია. მე ვფიქრობ, რაც უფრო მეტ ანტიპუტინისტს დაიჭერენ, პუტინის საამებლად აკეთებენ ამ ყევლაფერს. სახელმწიფო სად გვაქვს ჩვენ", - ამბობს დარეჯან ცხვიტარია.

საბა კორძაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ საბა კორძაიამ სამართალდამცველების მიმართულებით ე.წ. ,,მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა.

მსგავსი სიახლეები