"რატომ შეიძლება წნეხი ხალხზე და არა მათზე ვინც პასუხისმგებელია?" - ზურაბიშვილი უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე
რუსეთი საქართველოში იღებს ტყვიის სროლის გარეშე იმას, რაც ვერ მიიღო სამი წლის შემდეგაც უკრაინაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიას უთხრა, რომ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები სწორედ რუსული ჰიბრიდული სტრატეგიის შედეგი იყო, რაზეც ევროკავშირმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.
ევროპამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოში ახლა რუსული სტრატეგია იტესტება - უთხრა "დოიჩე ველეს" ჟურნალისტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე მკვეთრად და ხაზგასმით დააფიქსირა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს "ოცნების" ქმედებების გამო უვიზო მიმოსლვა არ უნდა შეუჩეროს - "რატომ შეიძლება წნეხი ხალხზე და არა მათზე ვინც პასუხისმგებელია?"
ჟურნალისტი: ევროკავშირი განიხილავს, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შეჩერებას საქართველოსთვის, რაც დაიწყო 2016ში მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. რა იქნება თქვენი რჩევა ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ?
სალომე ზურაბიშვილი: რჩევა პირველ რიგში ის იქნება, რომ მათ აღიარონ, რომ საქართველოში ახლა რუსული სტრატეგია იტესტება. ეს იქნება როგორც სამხედრო აგრესია ასევე ჰიბრიდული აგრესია. როცა ამას აღიარებ, აღიარებ ასევე იმას, რომ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები იყო სწორედ რუსული ჰიბრიდული სტრატეგიის შედეგი. ამაზე უფრო მეტი ყურადღებაა გასამახვილებელი. და თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს არჩევენი იყო მოპარული ხელისუფლები მხრიდან, მაშინ არასაკმარისია ქვეყანას მართავდეს ქართული ოცნება, რომელიც ახლა მოსკოვის ხელშია, და შენ ხალხს ვიზები შეაჩერო. ამგვარად რუსეთი საქართველოში იღებს ტყვიის სროლის გარეშე იმას, რაც ვერ მიიღო სამი წლის შემდეგაც უკრაინაში.
ჟურნალისტი: ანუ თქვენ ურჩევთ რომ შეინარჩუნონ ვიზალიბერალიზაცია?
სალომე ზურაბიშვილი: ვიცი, რომ არსებობს ამ თემაზე მსჯელობა, არ არსებობს მეტი სხვა ალერნატიული ინსტრუმენტი, რადგან არ არის კონსესუსი. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს საჭიროა ხალხისთვის რომელიც პროტესტით გამოხატავს იცავს ევროპულ მომავალს და ეს არა მხოლოდ ახლა, არამედ სხვა დროსაც როცა რუსული კანონიც მიიღო, და ყველა დროს როცა ამ ევროპული გზიდან უხვევდა ქვეყანა. რატომ შეიძლება წნეხი ხალხზე და არა მათზე ვინც პასუხისმგებელია.