შსს თბილისში პოლონელი ოფიცრების დაჭრის ფაქტს ადასტურებს
შსს თბილისში პოლონელი ოფიცრების დაჭრის ფაქტს ადასტურებს - გელა გელაძის უწყების ცნობით, დაჭრილია პოლონეთის სამი მოქალაქე.
უწყების ცნობით, შემთხვევა თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
მათი ცნობით, დაჭრის ბრალდებით ორი პირი - 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი და 1985 წელს დაბადებული ე.გ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში არიან გადაყვანილნი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ე.გ. და ს.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.
თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პოლონური პრესის სააგენტომ გაავრცელა. ოფიცრებს თავს, სავარაუდოდ, ხელკეტებითა და დანით დაესხნენ.
სასაზღვრო დაცვის მთავარსარდლის, ლეიტენანტ-პოლკოვნიკის, ანდჟეი იუჟვიაკის პრესმდივნის განცხადებით პოლონელ ოფიცრებს ოპერაცია დასჭირდათ.