მოსამართლე კობახიძე ადასტურებს, რომ შვილმა 44 500 დოლარი აჩუქა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მანანა კობახიძე "პირველებთან" ადასტურებს, რომ შვილმა 44 500 დოლარი აჩუქა - "კითხვები" მანანა კობახიძეს "ტვ პირველმა" მას შემდეგ დაუსვა, რაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ" თანამდებობის პირების მიერ 2025 წლის იანვარ-აგვისტოში შევსებული დეკლარაციები გამოაქვეყნა, სადაც შვილების და მშობლების სახელით საჩუქრად მიღებული დიდი ფულზე იყო საუბარი.
სწორედ ამ ჩამონათვალში მოხვდა მანანა კობახიძეც.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირწმუნება, რომ შვილმა ნაჩუქარი თანხა უკან დაუბრუნა. რაც შეეხება 44 500 დოლარის წარმომავლობას, კობახიძე ამტკიცებს, რომ ეს თანხა ბინის გაყიდვის შემდეგ მიიღეს.
ჩვენ თავის დროზე, ალექსიძის ქუჩაზე გავყიდეთ ბინა, რომლიდანაც დაგვრჩა გარკვეული თანხა, ეს თანხა ვაჩუქე შვილს, შემდეგ მე დამჭირდა ეს თანხა და უკან დამიბრუნა. ნუ დედა-შვილს შორის ხდება ახლა ეს ყველაფერი, მინდოდა მიმეცა შვილისთვის, მაგრამ როცა დამჭირდა, მაჩუქა ვილმა უკან.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ცნობით, 2024 წელს, მაღალი თანამდებობის პირებიდან მსხვილი საჩუქრები მიიღეს:
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ვასაძემ - 150,000 დოლარი მშობლისგან
- საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ - 44,500 დოლარი შვილისგან
- პარლამენტის წევრმა ილია ინჯიამ - 61,500 დოლარი მშობლისგან
- პარლამენტის წევრ გურამ მაჭარაშვილის მეუღლემ - 43,000 დოლარი შვილისგან