"პირველების" ინფორმაციით, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული გიორგი კირვალიძე იზოლატორში თავად მივიდა

09.10.25 16:07
"პირველების" ინფორმაციით, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული გიორგი კირვალიძე იზოლატორში თავად მივიდა

 

 

ღობის საქმეზე დაკავებული გიორგი კირვალიძე სასამართლო პროცესის მოლოდინშია. მას ბრალი უკვე წარედგინა. 

"პირველების" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გიორგი კირვალიძემ გაარკვია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, ის პოლიციას თავად ჩაბარდა და იზოლატორში საკუთარი ფეხით მივიდა. 

მისი ადვოკატის, ბორის (ჩელე) ყურუას განცხადებით, ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე ასე მოიქცეოდა და ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს.

თავად ჩაბარდა თვითონ პოლიციას, თავისი ნებით გამოცხადდა პოლიციაში, ამ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს გამომდინარე იქიდან, რომ რაც მთავარია თავისი ნებით მივიდა. 

როცა ნახა თავისი ინიციალები და იცოდა, რომ აქციაზე იყო მივიდა და კითხა მე ხომ არ მეძებთო, ეს არის ის რასაც გააკეთებდა ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე, ეს არ არის იმ ადამიანის საქციელი, როგორსაც ახასიათებენ ხოლმე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, ხალხს, ვისაც უნდა, რომ აქ რაღაც ტერორისტული აქტები მოაწყოს, პირიქით ამგვარი ადამიანების მიმართ სახელმწიფო უნდა იყოს მადლობელი," - განაცხადა ბორის (ჩელე) ყურუამ. 

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე, ამ დროისთვის, 36 ადამიანია დაკავებული.  

მსგავსი სიახლეები