ექსკლუზიური ინტერვიუ პატიმრობიდან გათავისუფლებულ გიორგი კინოიანთან

09.10.25 17:15
ექსკლუზიური ინტერვიუ პატიმრობიდან გათავისუფლებულ გიორგი კინოიანთან

"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ სომხეთის საექსტრადაციო პატიმრობიდან გათავისუფლებულ გიორგი კინოიანთან - რუსულ ტყვეობას გადარჩენილი საქართველოს მოქალაქე, რომელიც დონეცსკის მარიონეტულმა რეჟიმმა რუსული კანონებით გაასამართლა, დეტალურად იხსენეს, როგორ გააჩერეს სომხეთის საზღავრზე და როგორ დაიწყეს მის წინააღმდეგ საქმის გამოძიება. 

როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი "პირველებთან" აცხადებს, ოფიციალური სომხეთი საქმის გაცნობის შემდეგ მიხვდა, რომ რუსეთში მის მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური საკითხი იყო და აბსურდულ ბრალდებებს ემყარებოდა, რის შემდეგაც მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. 

ჩემი ექსტრადირება რომ მომხდარიყო რუსეთში, ყველამ იცით რაც მოხდებოდა - ამბობს კინოიანი. 

სომხეთის საზღვარზე რომ გამაჩერეს, მესაზღვრეებმა თვითინ არ იცოდნენ, რაში იყო საქმე, უბრალოდ იცოდნენ, რომ ძებნაში ვიყავი და მაგის გამო გამაჩერეს. შემდეგ უკვე უშუალოდ მოხდა საქმის გამოძიება, რის შემდეგად დაადგინეს, რომ მე ვიყავი ძებნაზე რუსეთში. უფრო დეტალურად საქმის გაცნობის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ეს იყო სუფთა პოლიტიკური საკითხი. საქმის უკეთ გაცნობის შემდეგ, საემიგრაციო სამსახურმა გადაწყვიტა ჩემი გათავისუფლების საკითხი. რაზეც მინდა ხაზი გავუსვა, ეს არ იყო რუსეთში მიერ გამოტანილი საქმე. ეს იყო არაღიარებული დონეცკის სასამართლოს მიერ გამოტანილი, რაღაც შეთითხნილი ბრალდება. ესეც გაითვალისწინა სომხეთმა და მიიღო ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება. რუსეთში, როგორც გავარკვიე, ისეთ საქმეზე მაქვს დაუსწრებლად 7 წელი გამოტანილი, რომელიც აბსურდულია და კი, მოლოდინები ძალიან დიდი იყო და შანსები იყო ძალიან დიდი, რომ ჩემი ექსტრადირება მომხდარიყო რუსეთში. რუსეთში რა მოხდებოდა და ა.შ. მაგაზე საუბარი არც მინდა, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რა და როგორ ხდება რუსეთში", - განაცხადა კინოიანმა. 

ცნობისთვის, სომხეთმა გიორგი კინოიანის ექსტრადიციაზე რუსეთში უარი თქვა, რადგან და გუშინ, 8 ოქტომბერს პატიმრობიდან გაათავისუფლა. 

  • შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი გიორგი კინოიანი 3 სექტემბერს სომხეთის საზღვარზე დააკავეს.

კინოიანი რუსეთის მოთხოვნით იძებნებოდა. ის რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები