პოლონელ ოფიცრებზე თავდასხმის საქმე - რას ყვებიან თვითმხილველები?
პოლონელ ოფიცრებზე თავდასხმის საქმე - როგორც თვითმხილველები "TV პირველთან" ყვებიან ჯგუფურ თავდასხმაში ორზე მეტი პირი იღებდა მონაწილეობას. ასევე პოლონეთის ორ ოფიცერთან ერთად კიდევ სამი პირი იმყოფებოდა, რომლებიც ასევე სავარაუდოდ, პოლონეთის მოქალაქეები არიან.
ჯგუფური თავდასხმის ვიდეო კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პოლიცია ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერმა გამოიძახა. თვითმხილველის თქმით, მან დაინახა როგორ ჩაარტყა ერთ-ერტმა დაკავებულმა პოლონელ ოფიცერს თავში რკინის კონსტრუქცია.
ერთს ჰქონდა ძალიან გადახსნილი თავი, მეორეს ნაკლებად და მესამეს მე კოპი შევნიშნე... მე დავინახე როგორ ჩაარტყა რკინა თავში. სულ აქ აბირჟავებს... როგორც ჩვენ პოლიციამ გვითხრა ესენი ჩივილს არ აპირებენო და მიფრინავენ ამაღამო, მე დავრეკე [პოლიციაში], არავინ არ აპირებდა დარეკვას," - ამბობს თვითმხილველი.
ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი ამბობს, რომ პოლონეთის მოქალაქეები ყვიროდნენ და ქართველების მიმართ იგინებოდნენ, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
არაფერი [კავშირი არ ჰქონდა მათთან]. ყვიროდნენ, რომ ვერ იტანდნენ საქართველოს და ქართველებს... საქართველოში ხარო და ეგეთ სიტყვებ... შენ ვინ გეკითხებაო და შეაგინა დედა.
დიალოგი კი [რუსულად ხდება]. ხოდა მერე შენ დედა შემაგინეო, ადგა და თხლიშა.
დიახ, [სახლში დააკავეს]. ის მართალი იყო იმიტომ, რომ ის იყო პატრიოტი," - ამბობს ოჯახის წევრი.
შსს-ს ცნობით, დაჭრის ბრალდებით ორი პირი - 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი და 1985 წელს დაბადებული ე.გ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში არიან გადაყვანილნი.