საქართველოში ფუნდამენტური უფლებების შელახვის გამო სერიოზულად ვართ შეშფოთებული - მარკუს ლამერტი
"საქართველოში ფუნდამენტური უფლებების შელახვის გამო სერიოზულად ვართ შეშფოთებული" - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.
ლამერტის „ევროსკოპმა“ რედაქტორმა კითხვა უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ დაუსვა, რაზეც ევროკომისიის პრესსპიკერის პასუხი იყო, რომ კომისია საქართველოს მიერ გატარებულ ზომებს შეაფასებს.
კომისია შეაფასებს საქართველოს მიერ გატარებულ ზომებს და მათ შესაბამისობას იმ რეკომენდაციებთან, რომლებიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების შესახებ. სხვა ყველაფერი დროთა განმავლობაში გაირკვევა. ახლა, სხვა თემაზე, რომელიც ეხება ზოგადად უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს.
გვიხარია, რომ ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალ წესებს მხარი დაუჭირა. ამ ახალ წესებს შეუძლია გამორიცხოს, მაგალითად, ფუნდამენტური თავისუფლებების მძიმე დარღვევებისა და ასევე საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების სერიოზული დარღვევები"- განაცხადა ლამერტიმ.