მეუღლის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია შსს-ში დაიბარეს

09.10.25 19:06
მეუღლის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია შსს-ში დაიბარეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შსს-ში დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ჩემს მობილურზე დამირეკეს შსს კრიმინალური დეპარტამენტიდან და ბაჩო დაიბარეს, ხვალ, 13:00 საათზე“, - წერს ანი ნადარეიშვილი.

განახლება: “პირველების “ინფორმაციით, ახალაია შსს-ში ადვოკატთან ერთად მივა და ყველა კითვას გასცემს პასუხს.

4 ოქტომბერს, სამთავრობო მედიით გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, მათი მტკიცებით, ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბარი  იყო ასახული. 

მოგვიანებით კი "მითების დეტექტორმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აუდიოჩანაწერი, რომელიც ახალიას სახელით გავრცელდა, ხელოვნური ინტელექტით (AI) არის გენერირებული.

მსგავსი სიახლეები